ცისკარიძე უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადების პერსპექტივას აფასებს

საქართველო, თბილისი - 19:10 | 16.05.2017
ნანახია: 1197

ცნობილი მოცეკვავე, რუსეთის ბალეტის აკადემიის რექტორი ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც უკრაინელმა ნაციონალისტებმა შავ სიაში შეიყვანეს, აცხადებს, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თემაზე სერიოზულად არ ფიქრობს.

„მე ამაზე ფიქრიც არ მსურს. უკვე დიდი ხანია, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. 3 წლის წინ ყირიმში ვიყავი, რის შემდეგაც დასავლეთში ჩემზე ბევრს წერდნენ და საუბრობდნენ. მათ უკვირდათ, როგორ გავბედე ამის გაკეთება. მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე ვარ არტისტი და ჩინოვნიკი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს, დიდი ხანია, აღარ კითხულობს გაზეთებს, არ უყურებს ტელევიზორს და არ უსმენს რადიოს. რა კავშირი მაქვს ამ ყველაფერთან, ვერ ვხვდები. ამიტომ, როდესაც ასეთ ამბებს ვიგებ, უბრალოდ, მეცინება,“-აცხადებს ცისკარიძე.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავე დღეს უკრაინულმა საიტმა „მიროტვორეცმა“ შავ სიაში შეიყვანა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე