ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:25 | 16.05.2017
ნანახია: 1140

16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4242 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4307 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6807 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6648 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.59 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6822 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.1253 ლარი ეღირება.                                            

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე