თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გათიშულია

საქართველო, თბილისი - 17:21 | 16.05.2017
ნანახია: 1034

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ  თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე