პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია - ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 16:50 | 16.05.2017
ნანახია: 1111

"პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე - სახელმწიფო აუდიტის სამახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია"- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ. მან აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ცემის ფაქტზე პრეზიდენტის განწყობა გაახმაურა.

"პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე - სახელმწიფო აუდიტის სამახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია. კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს, გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე, საფრთხე შეექმნება ერთის მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორეს მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა მაშინ, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური ანგარიშსწორება. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ინციდენტიდან ოთხი დღის თავზე, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვებზე პასუხი,"- განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას რესტორანში ყოფნისას თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურიორი ოთარ ფარცხალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე