საბერძნეთი ერთი დღით პრესისა და გემების გარეშე დარჩება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 16.05.2017
ნანახია: 1118

საბერძნეთი ერთი დღით პრესისა და გემების გარეშე დარჩება. საყოველთაო გაფიცვას ჟურნალისტები და პორტების თანამშრომლები შეუერთდნენ.

ისინი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებს აპროტესტებენ, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა უკვე დათანხმდა. მორიგი ტრანშის მისაღებად ციპრასის მთავრობამ პენსიები უნდა შეამციროს და გადასახადები გაზარდოს.

კანონპროექტს პარლამენტი კენჭს 18 მაისს უყრის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე