ტრამპს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:36 | 16.05.2017
ნანახია: 1122

ამერიკული მედია დონალდ ტრამპს სერგეი ლავროვისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშულებს.

"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ტრამპმა საფრთხის ქვეშ დააყენაუ მნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი. მან  მედია სიცრუეში დაადანაშაულა და წაყენებული ბრალდება კატეგორიულად უარყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე