შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 16.05.2017
ნანახია: 1071

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„რეგულას“ ფირმის, დოკუმენტების ინსპექტირების 50 ერთეული მოწყობილობა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება. ახალ აღჭურვილობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ის თანამშრომლები გამოიყენებენ, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტების პირველ ხაზზე მუშაობენ.

პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, დოკუმენტების როგორც პირველადი, ასევე, მეორადი ინსპექტირების კუთხით შესაძლებლობების განვითარების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

პროექტს – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)

2013 წლიდან ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე