გიგლა აგულაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 17:15 | 15.05.2017
ნანახია: 1136

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ.ტალინში იმყოფება, სადაც ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს, მარკო პომერანტს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილება, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და გარემოსდაცვითი განათლება - ეს ის მიმართულებებია რაზეც კოლეგებმა ერთნმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილი ლაჰემაის ეროვნულ პარკს დაათვალიერებს და დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა. ესტონეთის შემდეგ გიგლა აგულაშვილი ლატვიას ეწვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე