ინგა გრიგოლია: მერი შევცვალოთ, წავიდეს დაისვენოს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 04.11.2015
ნანახია: 4660

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაყენების წინადადებით გამოდის.

"ვაიმე, უკვე სასაცილოც აღარაა ეს ყველაფერი. ორ დღეში ერთხელ რომ საკადრო ცვლილებებს ახორციელებენ ამ გაჭირვებულ თბილისის მერიაში, ამას არ ჯობია მერი შევცვალოთ?
წავიდეს...დაისვენოს... ცოდოა. თბილისის მერიაში დიდი კრიზისია დღიდან ამ კაცის და მისი გუნდის (თუ ვისიცაა) მოსვლიდან და დაასვენეთ, ვერ ქაჩავს... ვერაააა....ვახ", - წერს ინგა გრიგოლია „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე