პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ,,ოცნებას“ ხალხი გამოუტანს მკაცრი იქნება - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 15:41 | 15.05.2017
ნანახია: 2418

,,ნაციონალ-სოციალისტი ექსტრემისტებით, რომლებიც სხვათაშორის თავად ოცნების ხელისუფლების მიერაა შექმნილი და წახალისებული, მათით თუ მათ გარეშე,  საზოგადოებრივი შეკრებები აზრის გამომხატველი და გამზომველი ვერ იქნება’’, - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ  საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის ჩაშლასთან დაკავშირებით.

,,მაშინ, როდესაც სისტემას, რომელსაც გვთავაზობს ოცნება არც ერთი პარტია და საზოგადოება არ უჭერს მხარს. ეს არის მუსოლინის სისტემა, სადაც წაგებული გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს. გამოსავალი არის ერთადერთი - ხალხისთვის აზრის კითხვა და ევროპული საქართველოს ინიციატივა პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ხალხს არ ჰკითხავენ აზრს და ისე მიიღებენ მავნებლურ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ოცნებას ხალხი გამოუტანს კიდევ უფრო მკაცრი იქნება,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში ხმაური მიწის გასხვისების საკითხს მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდ  დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე