ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 15.05.2017
ნანახია: 1189

2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (37.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (37.0 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე