„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ანტიკური ხანის ქანდაკებები გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 13:32 | 15.05.2017
ნანახია: 1572

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის  ქალაქ დურა-ევროპოსში ანტიკური ხანის ქანდაკებები გაანადგურეს.

SANA-ს ინფორმაციით, ისლამისტების საიტებზე  გავრცელდა ვიდეორგოლები, სადაც ტერორისტები უროებით უძველეს სკულპტურებს ანგრევენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტერორისტებმა უამრავი უძველესი ძეგლი და არტეფაქტი გაანდგურეს. კერძოდ, პალმირაში  ტრიუმფალური თაღი და ძველი რომაული თეატრის ფასადი.

დურა-ევროპოსი  უძველესი ქალაქია, რომელიც ჩვენს ერამდე 300-დან 256 წლამდე არსებობდა. ქალაქში აღმოჩენილია  კარგად შენარჩუნებული ფრესკები, რომელთა უდიდესი ნაწილი ანტიკურ ეპოქას ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე