ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 15.05.2017
ნანახია: 1489

ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში ხმაური მიწის გასხვისების საკითხს მოჰყვა.  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდ  დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან მიმართა ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ცოდნის გზით სიარული ურჩია. მისი თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის.

,,ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის! მოგიწოდებთ, იაროთ ცოდნის გზიათ, ილიას გზით!  ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება.. დგილი აქვს პროვოკაციებს და ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე