მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 15.05.2017
ნანახია: 1351

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 7 მაისს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე