შსს-მ ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა
საქართველო, თბილისი - 11:42 | 04.11.2015 ნანახია: 1750შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 18 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ, 1979 წელს დაბადებული ბესარიონ ბ, 1990 წელს დაბადებული დავით ხ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1993 წელს დაბადებული ბაჩუკი ხ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1991 წელს დაბადებული თენგიზ ქ, 1985 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ნ. და 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა.
სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ და ასევე დანაშაულის ჩადენის ხელსაწყო-ინსტრუმენტები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა