ევროსაბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 11.05.2017
ნანახია: 1158

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

ევროკავშირის გადაწყვეტიელბას ხელი უნდა მოაწერონ  ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა.  გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კი უვიზო რეჟიმი ძალაში შევა.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, უკრაინელები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 11  ივნისიდან შეძლებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე