მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

საქართველო, თბილისი - 12:44 | 11.05.2017
ნანახია: 1250

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა და საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განუცხადეს.

გუკა რჩეულიშვილმა ადვოკატების შეცვლის მიზეზად საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა დაასახელა, რადგან, მისი თქმით, წინა ადვოკატები სამოქალაქო დავებზე იყვნენ სპეციალიზებულნი.   

ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღევანდელი სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო, რასაც პროკურორი პროცესის გაჭიანურების მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში გაფორდმება, თუ დაზარალებულებისთვის ზიანის სრულად ანაზღაურება მოხდება. 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე შეიცვალნენ მაია რჩეულიშვილის ადვოკატები, პროცესზე ახალი ადვოკატები გამოცხადდნენ, მათ ითხოვეს დრო საქმის გასაცნობად და ამიტომ პროცესი გადაიდო. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი ემსახურება გაჭიანურებას, თუმცა ჩვენ პროცესს მივიყვანთ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა პროკურორმა.  საქმის განხილვა 25 მაისს განახლდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე