„ევროვიზიის“ კონკურსზე გამარჯვებას იტალიის წარმომადგენელს უწინასწარმეტყველებენ

საქართველო, თბილისი - 12:23 | 11.05.2017
ნანახია: 1494

იტალიელი ფრანჩესკო გაბანი სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია-2017“-ის სავარაუდო გამარჯვებულია. შესაბამის პროგნოზს ბუკმეკერები აკეთებენ.

იტალიელი შემსრულებლის საშუალო კოეფიციენტი 1,8-ს შეადგენს. პროგნოზის თანახმად,  მეორე ადგილს პორტუგალიელი სალვადორ სობრალი იკავებს, მესამეს კი -ბულგარეთის წარმომადგენელი კრისტიან კოსტოვი.

კონკურსის მეორე ნახევარფინალი კიევში დღეს გაიმართება, ფინალი კი 13 მაისს შედგება. საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე