„რეალი“ ფინალში „იუვენტუსს“ შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:43 | 11.05.2017
ნანახია: 1561

ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მადრიდის “რეალმა“ მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ სამეფო კლუბი „ატლეტიკოსთან“ 1:2 დამარცხდა,  ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მაინც მას დარჩა. “ატლეტიკომ” მეტოქის კარი ორჯერ აიღო, თუმცა ტაიმის ბოლოს ისკომ, ბენზემას ჩინებული თამაშის შემდეგ შეძლო “ატლეტიკოს” კარის აღება. მატჩის მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. გამარჯვება “რეალმა” იზეიმა. მადრიდული გრანდი, ფინალში იტალიის “იუვენტუსს” შეხვდება. თასისათვის გადამწყვეტი ბრძოლა უელსის დედაქალაქ კარდიფში სტადიონ “მილენიუმზე” 3 ივნისს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე