8 დაღუპული, 23 დაშავებული - მიწისძვრა ჩინეთში

საქართველო, თბილისი - 10:03 | 11.05.2017
ნანახია: 1239

ჩინეთში სინცზიანის ავტონომიურ რაიონში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 8 ადამიანი, 23 კი მძიმედ დაშავდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა 12 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები.

დაზიანებულია 1500-ზე მეტი შენობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 9 200 ადამიანის ევაკუირება მოახდინა.

ამ დროისათვის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე