დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 10.05.2017
ნანახია: 1931

დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს. ირაკლი სოლომონაშვილის სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს. ფილმის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. მთავარი გმირის როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობს ჰოლივუდის ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე, ასევე, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბაბლუანი.

ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს „შინდისი“ ერქმევა და მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ამ ეტაპზე, ფილმის სხვა მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, ჯონ მალკოვიჩთან მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე