საბერძნეთში სამი ქართველი ექთანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 10.05.2017
ნანახია: 1669

საბერძნეთში, დასავლეთ ატიკაში სამი ქართველი ექთანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას multi-news.gr ავრცელებს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ისინი კერძო მედდებად ლიცენზიის გარეშე მუშაობდნენ, რის გამოც სახელმწიფო დაზარალდა.

გარდა ქართველებისა, დაკავებულთაგან სამი ალბანელი, ორი ბულგარელი და ორი ბერძენია. 

მათივე ცნობით, საქმეს ათენის პროკურატურა გამოიძიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე