სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ყავს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 10.05.2017
ნანახია: 1186

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 65 წლის მუნ ჩჟე ინი გახდა. მან არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 41 პროცენტი მოაგროვა.

სამხრეთ კორეაში ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ პაკ კინ ხესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის შემდეგ გამოცხადდა. პაკ კინ ხე პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტით გადააყენეს.

მის წინააღმდეგ წამოყენებული იყო რიგი ბრალდებები, მათ შორის კორუფციის, უფლებამოსილების გადამეტების, გამოძალვისა და სახელმწიფო საიდუმლოს გათქმისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე