თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის ფინალში ვერ მოხვდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 10.05.2017
ნანახია: 1452

 თამარა გაჩეჩილაძე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა.  ის სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ საუკეთესო ნომერს შორის ვერ მოხვდა. 

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა. 

პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში შემდეგი 10 ქვეყნის წარმომადგენლები გადავიდნენ: მოლდოვის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, შვედეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, ავსტრალიის, კვიპროსისა და ბელგიის.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე