შსს მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 00:25 | 10.05.2017
ნანახია: 1293

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ: 

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა. 

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 

სამაშველო ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები. 

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე