ნასვამმა პოლიციელებმა კონსტანტინე მანაგაძე სასტიკად სცემეს
საქართველო, თბილისი - 23:00 | 09.05.2017 ნანახია: 2375ათენში საქართველოს მოქალაქე 1985 წელს დაბადებული კონსტანტინე მანაგაძე, რომელმაც 2016 წლის მაისიდან სასჯელი ხანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან ათენის შს სამინისტროს უცხოელთა განყოფილების საპატიმრო დაწესებულაბაში იმყოფებოდა საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნისათვის, პოლიციის მიერ სასტიკად იქნა ნაცემი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, შემთხვევა 8 მაისს მოხდა, მას შემდგომ რაც დაკავებული კონსტანტინე მანაგაძე ბერძნულის არ მცოდნე პატიმარს გამოესარჩლა, რომელიც პოლიციის თანამშრომლისაგან მედიკამენტს ითხოვდა - პოლიციელი კი მას შეურაცხყოფას აყენებდა. პატიმრობაში მყოფი კონსტანტინე მანაგაძის დედის რუსუდან იობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მისი შვილის ცემაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შემდგომ, მისი შეფასებით კვალის დაფარვის მიზნით დაკავებული ათენთან ახლოს მენიდის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც საკანში შესვლისთანავე დაკავებულ კონსტანტინე მანაგაძეს ადგილზე მყოფი პატიმრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემეს. ამავე საღამოს მდგომარეობის დამძიმების გამო სასტიკად ნაცემი კონსტანტინე მანაგაძე ათენში სოტირიას საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების მიზნით, სადაც დაზარალებულს ნაკერები დაადეს და უკან საპატიმრო განყოფილებაში დააბრუნეს. საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე მანაგაძის დედამ რომელიც ათენში იმყოფება მომხდარი ფაქტის შესახებ ათენში საქართველოს საკონსულოს და სახალხო დამცველის ოფისს მიმართა დახმარებისათვის და ითხოვს დახმარებას. ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტს ფოტოებითაც ადასტურებენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა