„ცხოვრება მშვენიერია“ - საქველმოქმედო კონცერტი „თბილისის ივენთ ჰოლში“

საქართველო, თბილისი - 22:00 | 09.05.2017
ნანახია: 1785

13 მაისს, 20 საათზე „თბილისის ივენთ ჰოლში“ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ მუსიკოს თამარ ბაბილუას დასახმარებლად აქცია–კონცერტს გამართავს.

თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის „ნიუტონის“ წევრია, 2 წელია სიმსივნე აღმოაჩნდა, მიუხედავად ამისა, შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

ამ წლის დასაწყისში ბაბის ისევ დასჭირდა დამატებითი ქირურგიული ჩარევა, ქიმიო თერაპიის კურსი და სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, რომელიც საჭიროებს დამატებით თანხებს.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ და ბაბის მეგობრები 13 მაისს, რა თქმა უნდა ნიუტნთან ერთად ივენთ ჰოლში იმღერებენ. ბილეთის ფასია 15 ლარი. შეძენა შესაძლებელია ამ მისამართზე https://tkt.ge/ka/event/babistvis-71979 და ივენთ ჰოლში კონცერტის დღეს.

კონცერტს წაიყვანენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ზუზუ ბეჟაშვილი. მონაწილეობენ: NIUTONE, BAND E ROLL, MIX2RA, THE WINDOW, GOOFY LAND, 1/4 „რეზო და ბავშვები“, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, სოფო ტოროშელიძე, DJ გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი

კონცერტის ორგანიზებაში ფონდის მხარდამჭერია თბილისის მერია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე