ავღანეთში დაიჭრილი სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 09:41 | 23.09.2015
ნანახია: 2048

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია.

43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.

დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე