Movie & TV Awards-ის ცერემონიაზე სეტყვა წამოვიდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.05.2017
ნანახია: 1160

ლოს-ანჯელესში Movie & TV Awards-ის დროს წვიმა და სეტყვა წამოვიდა. იმის  მიუხედავად, რომ ორგანიზატორებმა ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ იცოდნენ,  მას მზად არავინ დახვედრია. შედეგად წითელმა ხალიჩამ თავისი ბრწყინვალება დაკარგა.

ვარსკვლავები ცერემონიაზე ღია, სამოსით მივიდნენ, რაც სამხრეთ კალიფორნიისთვის დამახასიათებელ ამინდს სრულად შეესაბამება. მაგრამ როდესაც ქარიშხალი დაიწყო, რასაც წვიმა და სეტყვა დაემატა, ზოგიერთი მსახიობი თავშესაფრისკენ კისტრისტეხით გაიქცა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამინდის ცვლილებას ხალისიანად აკვირდებოდნენ. ქანთრი- შემსრულებელმა ბილი რეი საირუსმა წვიმაში ავტოგრაფების გაცემაც კი დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე