მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევა დაედგინა - შალვა ხუციშვილი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 08.05.2017
ნანახია: 1211

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევა დაედგინა -  აცხადებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის სტუმრობასტან დაკავშირებით.

,,მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, თუ რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმშია ნამყოფი. შესაბამისად, მას დარღვეული აქვს ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე