ალენ დელონი კინოკარიერას ასრულებს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 08.05.2017
ნანახია: 1555

ფრანგმა კინომსახიობმა ალენ დელონმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე თავის ბოლო ფილმში მიიღებს მონაწილეობას.

81 წლის მსახიობის თქმით, კინოსურათი მისი ასაკის მამაკაცისა და 50 წლის ქალის სიყვარულზე გვიამბობს. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი ჯულიეტ ბინოში იქნება.

ალენ დელონს პოპულარობა მოუტანეს ფილმებმა ”როკო და მისი ძმები” და ”ლეოპარდი”. ალენ დელონი  ”ცეზარის” და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიების მფლობელია. 1964 წელს ნომინირებული იყო ”ოქროს გლობუსზე”.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე