სოფელ ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 08.05.2017
ნანახია: 1111

სოფელ ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მამაკაცი სოფელ ბოდბისხევის მაცხოვრებელია. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის გამო მოხდა.

დაჭრილს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია წნორის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე