რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ესმხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 08.05.2017
ნანახია: 1278

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე