პოლ მაკარტნი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მუსიკოსია

საქართველო, თბილისი - 13:13 | 05.05.2017
ნანახია: 1495

ბრიტანულმა გაზეთმა The Sunday Times-მა 2017 წლის დიდი ბრიტანეთის ყველაზე შეძლებული მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი წილად ხვდა ლეგენდარულ პოლ მაკარტნის. მომღერლისა და მისი ცოლის ქონება ერთ მლრდ დოლარად არის შეფასებული, ამას კიდევ ბოლო 12 თვის განავლობაში გამომუშავებული 12 მლნ დოლარიც ემატება.

მეორე ადგილი ენდრიუ ლოიდ უბერმა (950 მლნ დოლარი) დაიკავა, მესამე ადგილზე აღმოჩნდა ჯგუფი U2 - 705 მლნ დოლარის შემოსავლით, მეოთხეზე კი - ელტონ ჯონი, მისმა ქონებამ 370 მლნ დოლარი შეადგინა. მეხუთე ადგილი მიკ ჯაგერს (320 მლნ დოლარი), მეექვსე კი კიტ რიჩარდს (300 მლნ დოლარი) ერგო.

რეიტინგის მიხედვით ადელი 30 წლამდე ასაკის მომღერალთა შორის ყველაზე მდიდარი აღმოჩნდა, ის 160 მლნ დოლარის ღირებულების ქონების პატრონია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე