ე.წ. ციანიდის საქმის განხილვის პროცესი არ დაიხურება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 05.05.2017
ნანახია: 1139

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა არ დაიხურება. პროკურორების მოთხოვნა, პროცესის დახურვის თაობაზე,  სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებით,  სასამართლო ღია რეჟიმში იმსჯელებს. 

მოსამართლემ მხარეებს თხოვნით მიმართა, თუკი შუამდგომლობის დაყენებისას რაიმე ისეთ საკითხს უნდა შეეხონ, რომელიც დახურულ სხდომაზე უნდა იქნას გაჟღერებული, მაქსიმალურად თავი შეიკავონ მასზე საუბრისგან. 

პროკურატურის მოთხოვნას, შუამდგომლობის განხილვაც დახურულ სხდომაზე მომხდარიყო, არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე