„პირველი აქტის მერე დასკვნები“ - ია ფარულავა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 05.05.2017
ნანახია: 1980

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟ. ბიზეს „კარმენის“ საპრემიერო კვირეულის ბოლო სპექტაკლი იმღერეს-ირინა ალექსიძემ, გიორგი ონიანმა, ირინა თაბორიძემ, კახაბერ თეთვაძემ და თეატრის სხვა სოლისტებმა.

ლევან წულაძის სადებიუტო სპექტაკლში ასევე მონაწლეობდა თბილისის ოპერის გუნდი, ბავშვთა გუნდი, ორკესტრი- დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

„კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა, სპექტაკლს ესწრებოდა დედაქალაქში სტუმრად მყოფი უამრავი ტურისტი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები.

სპექტაკლს ია ფარულავა და ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი ესწრებოდნენ. ია ფარულავამ სოციალურ ქსელში „კარმენს“ პოსტი მიუძღვნა:

„პირველი აქტის მერე დასკვნები: - ჭოლას (ლევან წულაძე) დადგმა მომწონს, კარმენი- ირინა ალექსიძე. ულამაზესია და უმაგრესი ხმა აქვს, ძლიერი მაღლები, სავსე ცენტრი და ორღანივით ჟღერადობის დაბლები! ბრავო!“, - წერს ია ფარულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე