ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 05.05.2017
ნანახია: 1174

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარი ციხეში დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

ცნობისთვის, ჯავახიშვილის 46 ნომერში გუშინ საღამოს ახალგაზრდა კაცს ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე