ჯავახიშვილის ქუჩაზე დაჭრილი 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 04.05.2017
ნანახია: 1300

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 26 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს. გარდაცვლილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებია და ის სახლში ბრუნდებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (108-ე - განზრახ მკვლელობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე