ველ კილმერი უმძიმეს სენს ებრძვის

საქართველო, თბილისი - 14:43 | 03.05.2017
ნანახია: 1482

ჰოლივუდის 57 წლის მსახიობმა ველ კილმერმა აღიარა, რომ ონკოლოგიური დაავადებით იტანჯებოდა. ვარსკვლავი დიდი ხნის განკლავლობაში მალავდა თავის სერიოზულ დიაგნოზს, მაგრამ ახლა, როდესაც საფრთხე შემცირდა, მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა.

ცნობილი მსახიობის ავადმყოფობის შესახებ ცნობილი პირველად 2016 წელს გახდა, მაშინ კილმერის საიდუმლო მაიკლ დუგლასმა გათქვა, თუმცა თავად ველმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა რომ მისი კოლეგა დეზინფორმირებული იყო.

ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავმა გადაწყვიტა თავისი დუმილი დაერღვია და ავადმყოფობის შესახებ სიმართლე ეთქვა.

”მაიკლს ჩემი დახმარება სურდა, რადგან მედია ცდილობდა გაერკვია, სად დავიკარგე. მე კიბოს ვებრძოდი. მკურნალობის მიუხედავად, ენა გამისივდა. მაშინ ჩვეულებრივი ხმა არ მქონდა და ახლაც ბევრი ფიქრობს, რომ ისევ ავად ვარ”, - აღიარა მსახიობმა ჟურნალისტებთან.

ველ კილმერის ნათქვამმა სოციალური ქსელში დიდი მღელვარება გამოიწვია.

მაიკლ დუგლასმა მეგობრის საიდუმლოს შესახებ ტელეწამყვან ჯონათან როსთან ისაუბრა. მაშინ ჰოლივუდის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ველ კილმერი ყელის კიბოს ებრძვის და რთული დღეები უდგას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე