ლევან კოღუაშვილი ახალ ფილმს იღებს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 03.05.2017
ნანახია: 1790

„მეოთხე ბრაიტონი“ - ასე ქვია რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალ, სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს. 

ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტი მამისა და შვილის თავგადასავალზე მოგვითხრობს. სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისის ზღვარზე მყოფი შვილის დასახმარებლად, ნიუ- იორკში საქართველოდან მამა ჩადის.

 „მეოთხე ბრაიტონი“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტია. ფილმის ქართული ნაწილი უკვე გადაღებულია. ნიუ-იორკის სცენებს კი, პარტნიორი ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პავილიონში საგანგებოდ მოწყობილ ინტერიერში გადაიღებენ.

 ფილმში მთავარ როლს ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შეასრულებს. მასთან ერთად ფილმში კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი და თემო გვალია ითამაშებენ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე