ბიძინა გიორგობიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 04.11.2015
ნანახია: 1714

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მისი მმართველობის პერიოდში პირველად შემუშავდა დედაქალაქის ეკოლოგიის სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის. თბილისში ინტენსიურად მიმდინარეობდა გამწვანების ღონისძიებები და ახლაც მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას ნაყოფიერი მუშაობისთვის და მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ნარამანიამ.

შეგახსენებთ, თანამდებობა დატოვა ასევე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე