პროკურატურის განცხადება ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით
საქართველო, თბილისი - 14:58 | 02.05.2017 ნანახია: 1036საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ ,,ქარვასლაში“. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.
მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.
ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ავტომანქანაზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.
ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.
საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა