ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 02.05.2017
ნანახია: 1018

გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლი იტყობინება, მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. 

ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე