პრეზიდენტის შვილის მეგობარი წინასწარ პატიმრობაში რჩება - ანა მარგველაშვილი ვიდეოს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 18:18 | 01.05.2017
ნანახია: 1316

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე იმსჯელეს იმ მტკიცებულებებზე, რასაც საქმის არსებითი განხილვა დაემყარება. მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეების დოკუმენტების ნუსხა სრულად დაამტკიცა.

საქმის არსებითი განხილვა 11 მაისს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის წაყენებული მუხლი 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახის წევრების და ახლობლების მტკიცებით, მიხეილ თათარიშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.

პრეზიდენტის შვილმა, ანა მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.

"ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბუტექსი. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 2 დღით ადრე. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ პოლიციის მსგავს საქციელს. გთხოვთ, გაავრცელოთ".

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე