„Hello თბილისის“ წამყვანი გაბედნიერდა - ვინ არის რუსკა ხვედელიძის რჩეული?

საქართველო, თბილისი - 14:31 | 01.05.2017
ნანახია: 4744

თბილისში რომ არაფერი იმალება, ეს ყველამ კარგად იცის. სულ ახლახანს, ჩვენამდე ცხელ-ცხელი ჭორი მოვიდა. ამბობენ, რომ Hello თბილისის წამყვანი, უმშვენიერესი რუსკა ხვედელიძე გაბედნიერდა. მისი რჩეული კი არც მეტი, არც ნაკლები „მისტერ თბილისი 2017“-ის გამარჯვებული რომა რამაზაშვილია.

მოგეხსენებათ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ვერც ამ პატარა ქალაქს გამოაპრებ ვერაფერს. აღნიშნული ჭორი იმ ფოტომაც გაამყარა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც რუსკა სადედოფლო კაბაშია გამოწყობილი და ბედნეირად პოზიორობს მის რჩეულთან ერთად. ხალხი კი რუსკას და რომას გაბედნიერებას უცლოცავს.

„სიყავრული, ხვავი, ბარაქა არ მოგკლებოდეთ“, „ბავშვის ნათლია მე ვარ“, „გილოცავთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, - ეს არის იმ კომენტარების მოკლე ჩამონათვალი, რომელსაც ასე უხვად გასცემენ ახალგაზრდა წყვილის მიმართ.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე