ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 01.05.2017
ნანახია: 1235

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მეუფე დიმიტრის ჩვენებაში მხოლოდ დეკანოზთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. 

ადვოკატების თქმით, დეკანოზი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია და ოპტიმისტური განწყობა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა 5 მაისსაა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, დაიხურება თუ არა პროცესი.

როგორც ცნობილია დაცვის მხარეს, მათ შორის თავად დეკანოზსაც სურთ, რომ პროცესი ღია იყოს. წინა სხდომა, რომელზეც აღკვეთი შუამდგომლობის საკითხს განიხილავდნენ ნაწილობრივ დახურული იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე