ჯონ კენედის დღიური 718750 დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 28.04.2017
ნანახია: 1122

აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის დღიური, ბოსტონში გამართულ აუქციონზე 718750 დოლარად გაიყიდა.

როგორც აუციონების სახლი RR Auction განმარტავს, დღიური მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, 1945 წელს ეხება, როდესაც კენედი 28 წლის იყო და გაზეთ Hearst-ში ჟურნალისტად მუშაობდა.

ჯონ კენედის ღიურის საწყისი ღირებულება, აუქციონის დაწყებამდე 200 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოო ის 718 ათას 750 დოლარად გასხვისდა.

დღიურის 12 გვერდის ხელნაწერს მოიცავს, ხოლო 49 გვერდი კი ბეღდურია.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე