ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 25.04.2017
ნანახია: 1152

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენარე კორპუსში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება აღნიშნულზე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მშენებლობაზე დასაქმებული არ იყო და კამერების ჩანაწერების მიხედვით კორპუსში ღამით შეიპარა. მათივე განმარტებით, მამაკაცი ლიფტის შახტასთანსავარუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. მშენებლებმა გარდაცვლილი ერთი საათის წინ იპოვეს.

ამ წუთებში გადმოსვენების პროცედურა მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე