ელტონ ჯონმა ავადმყოფობის გამო კონცერტები გადადო

საქართველო, თბილისი - 11:58 | 25.04.2017
ნანახია: 1527

ბრიტანელი მუსიკოსი, სერ ელტონ ჯონი ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, აშშ-ში კონცერტები გადაედო. როდესაც ელტონ ჯონი ჩილედან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა,  ატიპიური ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, ამის გამო მან ორი დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.

22 აპრილს ელტონ ჯონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ის ახლა მკურნალობას სახლში განაგრძობს.

6 მაისამდე დაგეგმილი მისი კონცერტები, მათ შორის ლას-ვეგასსა და კალიფორნიაში, გადაიდო.

მომღერლის აგენტის მიურეი ჩალმერსის თქმით, ელტონ ჯონი ტურს 3 ივნისიდან გააგრძელებს.

25 მარტს სერ ელტონ ჯონს 70 წელი შეუსრულდა.

ლეგენდარულმა მომღერალმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა თავისი კარიერის განმავლობაში ”გრემის” რამდენიმე და  ”ოსკარის”ერთი პრემია მიიღო.  ჟურნალმა Billboard-მა ის ყველა დროის წარმატებულ მუსიკოსად დაასახელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე