საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში ,,ინტერ რაოც" უჩივის

საქართველო, თბილისი - 11:23 | 25.04.2017
ნანახია: 1541

"ინტერ რაო" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის - ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულმილიონიან ზარალზე საუბრობს. ამის შესახებ ТАСС-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, "ინტერ რაოს" სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამი ჰესი 1"-ს და "ხრამი ჰესი 2-ს, დაცულები არიან საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმებით. ქართულმა მხარემ უნდა აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი. მთავარი პრეტენზია ტარიფს უკავშირდება. ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების 2014 წლის მეთოდოლოგიაში არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგი. კომპანიებმა საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლაზე 2016 წელს მიმართეს. მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა.

საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში კომპანია „ყაზტრანსგაზმაც“ უჩივლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე